1.საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა სტიმულირების ფორმებია „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“, „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭება და სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება საქართველოს კანონმდებლებით დადგენილი წესით.
2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს დებულებას წოდებათა მინიჭებისა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოების წესის შესახებ. საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1287 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
