სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება და მადლობის სიგელით დაჯილდოება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღე-ღამის ოდენობით; დ) სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა; ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1941 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ
Статья 20. სამსახურის თანამშრომლის წახალისების ფორმები
Редакция №17 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
