ამ კანონის მიზანია, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში უზრუნველყოს: ა) მშენებლობასა და რელიეფწარმომქმნელი ბუნებრივი რესურსების (ინერტული მასალა, ტორფი, კლდოვანი ქანები) მოპოვებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, ბუნებრივი და ტექნოგენური პროცესების მართვა, ტერიტორიული რესურსების მდგრადი განვითარება; ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის შესაბამისობა ნაპირდაცვის ღონისძიებების მოთხოვნებთან; გ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის საზღვრების დადგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4131 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.1 თავი II სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ


