1.სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.
2.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ათვის მიმდინარე წლის სა ხელმწიფო ბიუჯეტ ის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების შემცირება, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანხმობით.
