„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
Статья 33. სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაზღვევა სავალდებულოა. ზიანი, რომელიც მიადგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. აუდიტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში. „3. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.“.
4. გენერალურ აუდიტორს ან მის მოადგილეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებაში შრომისუნარიანობის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
5. გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. თავი IX. ფინანსები და ქონება
