საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
Статья 11. იარაღის საკუთრებისა და სარგებლობის ნებართვის შეწყვეტა
იარაღის საკუთრებისა და სარგებლობის ნებართვა წყდება, თუ:
1. გავიდა მოსარგებლისათვის მიცემული იარაღის ტარების ნებართვის დადგენილი ვადა;
2. შეწყდა იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციის საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც გაცემული იყო იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა, ან შეწყდა პირის შრომითი ურთიერთობა იმ საწარმოსთან, დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან, რომელსაც ასეთი ნებართვა ჰქონდა;
3. გარდაიცვალა იარაღის მფლობელი;
4. დაირღვა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის,ტარების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გამოყენების წესები;
5. გაუქმდა იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვა; ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
