საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
Статья 10. იარაღის ტარება და გამოყენება
იარაღის ტარების უფლება ნიშნავს მისი მოსარგებლის უფლებას თან იქონიოს იარაღი მუდმივად ან სამსახურებრივი დავალების შესრულების დროს საქართველოს მთელ ტერ ი ტორიაზე, გარდა განსაკუთრებული რეჟიმის ადგილებისა. იარაღის დადგენილი წესით გამოყენების უფლება აქვს იარაღით მოსარგებლეს. იარაღის მესაკუთრეს უფლება არა აქვს თან ატაროს იარაღი, გარდა მიზნობრივი დანიშნულების სანადირო იარაღისა. მესაკუთრეს ეკრძალება იარაღის გამოყენება, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
