1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.ცესკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.
3.თუ არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, ცესკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.
4.ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.
5.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
6.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, სწავლების ცენტრი უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
7.წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.
8.საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 92-ე მუხლით.
9.ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის ორგანული კანონი №1715 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. მუხლი 192. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების დროებითი წესი 1. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც შესაბამის საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც შესაბამის სარჩელს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
2.ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის ორგანული კანონი №1715 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.
Изменения, которые прошла эта статья
Addition of a sunset clause to paragraph 9, stating the current rule expires on January 1, 2030.
акт об изменении №6887007Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.