1.ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.
1.ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცესკოს მიერ მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უზრუნველყოფს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე.
3.საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს ცესკო.
4.კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 45 დღისა ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.
5.საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა წყვეტს ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან ყოველგვარ ანგარიშსწორებას და თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს 10 დღის ვადაში ჩარიცხავს სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე. ამ ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.