Статья 15. საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელის ან / და ტერაკონის , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელს ან/და ამგვარი ნარჩენი მასალებისგან შემდგარ ტერაკონს. მუხლი 16. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების ტერიტორიას და რომელიც შეიძლება მოიცავდეს ნარჩენებს, განთავსებისათვის განკუთვნილ შემოსაზღვრულ ტერიტორიას ან/და შენობა-ნაგებობებს. მუხლი 17. ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის , როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტის დამდგენი პარამეტრები მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს განეკუთვნება ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, რომელსაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები: მიმდინარეობს ისეთი საწარმოო პროცესები, სადაც გამოიყენება ჰაერდამყოფი დახურული ციკლის დანადგარი, რომლის საშუალებით მიიღება ჰაერის დაყოფის პროდუქტები (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ჰელიუმ-ნეონის ნაერთი) ან მათი ნაერთები.
