ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 16. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები თავიანთი უფლება - მოვალეობების განხორციელებისას უნდა : ა ) მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად ; ბ ) ზრუნავდნენ ისე , როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი , საღად მოაზროვნე პირი ; გ ) მოქმედებდნენ იმ რწმენით , რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე უკეთესია საწარმოსა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ინტერესებისათვის .
2. გარდა ამ კანონის მე -4 მუხლის მე -13 პუნქტით , ამ მუხლის მე -3 პუნქტით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა , ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები , რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისეთ გადაწყვეტილებას , რომელსაც მოჰყვა ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა , სოლიდარულად აგებენ პასუხს საწარმოსთვის მიყენებული ზიანისათვის .
