ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 34. საფონდო ბირჟის წევრები
1. საფონდო ბირჟის წევრები შეიძლება იყვნენ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტები .
2. ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება იყოს ერთზე მეტი საფონდო ბირჟის წევრი .
3. საფონდო ბირჟა უარს ეტყვის ნებისმიერ პირს წევრად მიღებაზე , თუ : ა ) ის წერილობით არ აღიარებს საფონდო ბირჟის წესებს და არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს ; ბ ) ბროკერი , რომელმაც საფონდო ბირჟაზე უნდა ივაჭროს განმცხადებლის სახელით , განათლების დონით , გამოცდილებითა და კომპეტენტურობით არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს , რომლებიც საფონდო ბირჟის წესებით არის განსაზღვრული ; გ ) ის წერილობით არ დათანხმდება თავისი ჩანაწერებისა და დავთრების შემოწმებაზე ნებისმიერი მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადგენის მიზნით .
4. საფონდო ბირჟის წევრმა შეიძლება სასამართლოში გაასაჩივროს საფონდო ბირჟის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და ბირჟის მიერ დადგენილ წესებს. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161
