ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 56. (ამოღებულია)
საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1929-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.59 საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2255-სსმI, №34(41), 21.07.1999წ. მუხ.168 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 მუხლი 56 1 . ფასიანი ქაღალდების დემატერიალიზაციასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია 2024 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ცენტრალურ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადება, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში შესაბამისი ანგარიშის გახსნა და ფასიანი ქაღალდების რეესტრების ცენტრალური დეპოზიტარისთვის გადაცემა.
2. ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია ემიტენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღის დადგომამდე განახორციელოს ემიტენტის საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტება იმ მონაწილის (ანგარიშის მწარმოებლის) ფასიანი ქაღალდების ანგარიშზე, რომელსაც ეს ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელობაში ჰქონდა. ცენტრალური დეპოზიტარი იმ საჯარო ფასიანი ქაღალდების დაკრედიტებას, რომლებიც ნომინალურ მფლობელობაში არცერთ მონაწილეს (ანგარიშის მწარმოებელს) არ ჰქონია, განახორციელებს ანგარიშის მფლობელთათვის ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გახსნილ საერთო ტექნიკურ ანგარიშზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
