3.დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ურთიერთობები/საკითხები წესრიგდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ემისიისა და ანგარიშის წარმოების რეგულირების დამატებითი წესი. ფასიანი ქაღალდის ემიტენტი და ანგარიშის მწარმოებელი ვალდებული არიან ამ წესის მიხედვით იმოქმედონ.
5.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომლის საქმიანობაც რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2075-სსმI, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.111 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
Сравнить редакции
1. საჯარო ფასიანი ქაღალდი გამოშვებულ უნდა იქნეს არამატერიალიზებული ფორმით . მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდი ექვემდებარება დემატერიალიზაციას . 2. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიძლება ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი წესი. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და ის ემიტენტი, რომელიც უფლებამოსილია თავისი ფასიანი ქაღალდების რეესტრი თვითონ აწარმოოს, ვალდებული არიან, ამ წესის მიხედვით იმოქმედონ. 3. ემიტენტი ვალდებულია ფასიანი ქაღალდების საჯაროდ შეთავაზებამდე შეარჩიოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, დადოს მასთან წერილობითი ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 15 დღისა გადასცეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ფასიანი ქაღალდების რეესტრი ან/და ფასიანი ქაღალდების რეესტრის საწარმოებლად საჭირო ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია. 4. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი დამოუკიდებელ რეგისტრატორს გადასცეს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ შეარჩევს მას, ემიტენტს რეგისტრატორს უნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ემიტენტმა 7 დღის ვადაში უნდა შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შერჩევისა და მასთან ხელშეკრულების დადების შესახებ. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ემიტენტის სახელწოდება (დასახელება) და იურიდიული მისამართი; ბ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ვინაობა; გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან ხელშეკრულების დადებისა და ამოქმედების თარიღები; დ) ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ყოველი კლასი, თითოეული კლასით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა; ე) ემიტენტის მმართველი ორგანოს ყველა წევრის, ხოლო თუ ემიტენტი საწარმო არ არის – აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების სახელები, გვარები, თანამდებობები; ვ) მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო კოდი. 6. ემიტენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია მისი ფასიანი ქაღალდები. 7. თუ ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაშვებულია საფონდო ბირჟაზე , ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია ამ მუხლის მე -5 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში : ა) ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილების შეტანამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეატყობინოს ცვლილების შესახებ (მისი სამართლებრივი საფუძვლისა და შეტანის თარიღის მითითებით) საქართველოს ეროვნულ ბანკს, იმ საფონდო ბირჟას, რომელზედაც სავაჭროდ დაშვებულია შესაბამისი ფასიანი ქაღალდები, და ამ საფონდო ბირჟის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს (დეპოზიტარს); ბ ) ცვლილების განხორციელების დღის ბოლომდე ამ პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟას და მის მომსახურე ცენტრალურ დეპოზიტარს წერილობით დაუდასტუროს მისი განხორციელება , ამასთანავე , შესაბამისი ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელებს 3 დღის ვადაში აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ . 8. ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული საფონდო ბირჟა და მისი მომსახურე ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებული არიან , აღნიშნული პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტში აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან „ ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადასტურების მიღებამდე შეაჩერონ შესაბამის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციები . 9. თუ ემიტენტი, რომელიც ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით აწარმოოს, გარკვეული მიზეზით მოშლის მასთან ხელშეკრულებას, მან უნდა უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა. ემიტენტს ხელშეკრულების მოშლის თარიღისთვის შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი. 10. ერთ ემიტენტს შეიძლება ჰყავდეს ფასიანი ქაღალდების მხოლოდ ერთი რეგისტრატორი . 11. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2075-სსმI, №24(31), 26.06.1999წ., მუხ.111 საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. მუხლი 11. პერიოდული ანგარიშები და ანგარიშგების წარმოების მოთხოვნები 1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში. 2. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია მოამზადოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ნახევარი წლის ანგარიში. 3. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისთვის. წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი. 4. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიში მზადდება და მისი აუდიტირება ხორციელდება საზოგადოებრივი დაინტერესების პირისთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით . საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 5. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც ემიტენტი გახდა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარადგენს და აქვეყნებს ის ემიტენტიც, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის წლიური ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ წლიური ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს და უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს ფინანსური წლის დამთავრებიდან 4 თვისა. 6. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვისთვის (30 ივნისის მდგომარეობით). იგი უნდა შეიცავდეს: ა) ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას; ბ) შუალედურ მმართველობის ანგარიშგებას; გ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ემიტენტის პასუხისმგებელი პირების განცხადებას, რომ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული ანგარიშგებები არის სრული, სწორი და სამართლიანი. 7. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიშის მომზადების, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 8. საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ან საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ნახევარი წლის ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე წარედგინება. ემიტენტი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარუდგინოს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში. თუ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის ფინანსური წელი სამეურნეო წლისგან განსხვავდება, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ნახევარი წლის ანგარიშის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დამთავრებიდან 2 თვისა. 9. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. 10. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის შესახებ ან ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი და გამოსაქვეყნებელი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში შეტანილი ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციის წარდგენილ და გამოქვეყნებულ ანგარიშში/დოკუმენტში ასახვის/ჩართვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ანგარიშის/დოკუმენტის შესწორება. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ანგარიშში/დოკუმენტში აისახოს/ჩართულ იქნეს უკვე გამოქვეყნებული ან საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან მასზე მითითების სახით, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ანგარიშში/დოკუმენტში ასახული/ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, დოკუმენტის გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემი. ძნელად ხელმისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი. 12. ამ მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენილ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის. 13. ეს მუხლი არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით . საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5009 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4792 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №813 - ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. მუხლი 11 1 . ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა შემოსავლების შესახებ 1. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასისა და სხვა შემოსავლების შესახებ. 2. ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს ეკრძალება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მესამე პირისთვის გამჟღავნება. 3. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებული არ არის, მის აქციონერს მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია შეტანილია ანგარიშვალდებული საწარმოს ბოლო წლიურ ანგარიშში ან ნახევარი წლის ანგარიშში, რომელიც აქციონერებისთვის ხელმისაწვდომია. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4792 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №813 - ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
СсылкаБлизко по смыслуფასიანი ქაღალდების ბაზ…სახელმწიფო ვალის შესახ…დემატერიალიზებული ფასი…საერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს სამოქალაქო…