1.ამ კანონის 55 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსს დაკარგავს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ გამოშვებული (მათ შორის, სასესხო ფასიანი ქაღალდები − მათი სრულად დაფარვის შედეგად), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად გაუქმდა ან/და აღარ არსებობს; ბ) საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლისთანავე. ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან საჯარო ფასიან ქაღალდებად აღარ მიიჩნევა.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
