1.თუ საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში უცხო ქვეყნის გემმა დაარღვია ან აპირებს დაარღვიოს საქართველოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო იღებს საჭირო ზომებს ასეთი დარღვევის აღკვეთის ან თავიდან აცილების მიზნით. მას უფლება აქვს, ჩაატაროს გემის ინსპექტირება და დააკავოს იგი დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
