Статья 44^17
1. გემის ინსპექტორს ან გემების შემმოწმებელს, რომელიც სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის სახელით მუშაობს, ინსპექტირების/შემოწმების, გემის სერტიფიცირების ან ამ კოდექსის 44 3 მუხლის მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს შემდეგი უფლებები: ა) ავიდეს საქართველოს დროშით მცურავ გემზე; ბ) განახორციელოს ყველა საჭირო ინსპექტირება და შემოწმება, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციებით, რომელთა მხარეც არის საქართველო; გ) მოითხოვოს დაფიქსირებული შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღმოფხვრა; დ) აუკრძალოს გემს ნაოსნობა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაფიქსირებული შეუსაბამობები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების სერიოზული დარღვევაა, ემუქრება გემზე მყოფ მეზღვაურთა უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას ან მიმართულია საზღვაო უშიშროების წინააღმდეგ.
