უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Статья 53^1. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის, მისი პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით განახორციელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოსავლენად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეამოწმოს საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი, მათ შორის, კაფე, რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასტუმრო ან საჯარო სივრცეში სხვა ადგილი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №863 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
