1.უცხო ქვეყნის გემის დევნა შეიძლება დაიწყოს, თუ გემი ან მისი ერთ-ერთი ნავი იმყოფება: ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში ამ კანონის 65-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევით; ბ) საქართველოს მიმდებარე ზონაში ამ კანონის 65-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევით; გ) საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე ამ კანონის 65-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევით.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

