Статья 14
1. საზღვარგარეთ მიმავალი გემების სასაზღვრო კონტროლის დაწყებამდე მათზე არ უნდა იმყოფებოდნენ უცხო პირები, დამთავრებული უნდა იყოს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები და ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფებოდეს გემბანზე.
2. საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილ უცხოეთისა და საქართველოს გემებზე სასაზღვრო კონტროლის დროს უცხო პირთა დაშვება შეიძლება მხოლოდ სასაზღვრო განწესის (ოფიცრის) ნებართვით. ნავსადგურის ადმინისტრაციის ნებართვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე უცხოეთის გემებს ეკრძალებათ სადგომის შეცვლა ნავსადგურში და რეიდზე, აგრეთვე ადამიანის აყვანა ბორტზე და გადაყვანა, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება, გარდა ავარიისა და უბედური შემთხვევისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე აკრძალულია უცხოეთის გემებთან ნავსადგურში, რეიდზე, ბუქსირზე დგომის დროს, აგრეთვე ამწეებთან, კატარღებსა და სხვა მცურავ საშუალებებთან მისვლა.
3. საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ნავსადგურის მუშაკები, საზღვარგარეთის იმ გემების მოსამსახურეები, რომლებიც დგანან ნავსადგურის გემმისადგომთან, გემზე დაიშვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს საშვებით, ამასთან, დოკერ-მექანიკოსები საზღვარგარეთის გემზე დაიშვებიან მხოლოდ ბრიგადის შემადგენლობაში ამ გემზე სამუშაოთა შემსრულებელი განწესის არსებობისას.
