Статья 21
1. საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო გემების სასაზღვრო კონტროლი არ წარმოებს, თუ მათზე არ იმყოფებიან მგზავრები.
2. უცხოეთის გემების ეკიპაჟის წევრების ნაპირზე გადმოსვლას სასაზღვრო განწესი აკონტროლებს ტრაპთან.
3. გემიდან მგზავრთა გადმოსვლისას საბუთები მოწმდება ტრაპთან ან საპასპორტო კონტროლის ჯიხურში. ამ მგზავრთა ნაპირზე გადმოსვლის კონტროლი წარმოებს ეროვნული პასპორტებისა და სიების მიხედვით.
4. ნაპირზე გადმოსვლა დაიშვება უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრთათვის ეროვნული პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის (მეზღვაურის მოწმობა) საფუძველზე, ხოლო საზღვაოსნო საბუთების (რომლებსაც ითვალისწინებს საერთაშორისო საზღვაოსნო წესები) არქონისას - საქართველოში შემოსასვლელი ვიზის არსებობის შემთხვევაში.
5. უცხოეთის გემის საქართველოს საზღვრებიდან გასვლისას მისი ცალკეული წევრების არყოფნის შემთხვევაში, გემის ეკიპაჟის წევრთა განრიგში კეთდება შესაბამისი აღნიშვნები და ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
6. უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საქართველოს მეზღვაურის პასპორტი, ამ გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას ნაპირზე გადმოსვლა არ ეკრძალებათ და იქ ყოფნის დრო არ ეზღუდებათ.
