Статья 23. საბადოს ერთობლივი ათვისება
1. საბადოს ერთობლივი ათვისება გულისხმობს ორ ან მეტ ინვესტორს შორის მოპოვების სამუშაოების კოორდინაციას ერთი საბადოს ფარგლებში, რომლის საზღვრებიც ვრცელდება თითოეული ინვესტორის სარგებლობაში არსებულ ფართობზე.
2. საბადოს ერთობლივი ათვისების აუცილებლობის შემთხვევაში ინვესტორებმა შეიძლება დადონ ხელშეკრულება საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ. საბადოს ერთობლივი ათვისების პროექტი (ტექნოლოგიური სქემა) შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან.
3. თუ ინვესტორები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას საბადოს ერთობლივი ათვისების შესახებ, საკითხს დამოუკიდებელი ექსპერტული დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტს სააგენტო. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ექსპერტიზის ხარჯებს ნავთობისა და გაზის სავარაუდო მისაღები წილის პროპორციულად გაიღებენ ინვესტორები. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ნავთობისა და გაზის შესახებ
