Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების შესათავაზებლად; ფართობის შეთავაზების ფორმის (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე; გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად შეთავაზებულ ფართობზე; დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისაგან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან; ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და მას გადასცეს მოთხოვნილი დოკუმენტები; ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან, ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შესაქმნელად და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ეფექტიანად განსახორციელებლად; ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს; ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი; კ) (ამოღებულია); ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება; მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით; რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა; ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა; ტ) ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება; უ) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების რეგულირება და მონიტორინგი და ამ კანონის 25 12 მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას სააგენტო იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კა ნონი №678 – ვებგვერდი, 18.06.2013წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4001 – ვებგვერდი, 21.07.2015წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5648 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. მუხლი 8 2 . სააგენტოს ბიუჯეტი სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროები. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ.
1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე; გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე; დ) ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა სახელმწიფოს სახელით. ხელშეკრულების მომზადებისას და მოლაპარაკების წარმოებისას სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს და აუცილებლად მიიღოს დახმარება ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისაგან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციისაგან; ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები; ვ) ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; ხელშეკრულებითა და ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით; ი) ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს; ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი; კ) (ამოღებულია); ლ) სახელმწიფოს სახელით ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიის (საქმიანობის ლიცენზია) გაცემა; ყველა საჭირო ნებართვის გაცემა და ფონდის დამტკიცება; მ) საქმიანობის ლიცენზიის პირობების შესრულებისა და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი; საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა; ნ) ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით; ო) საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; პ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); ჟ) სახელმწიფო ინტერესების, პოლიტიკისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით, ნორმატიული აქტების გამოცემა ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით; რ) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა; ს) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა; ტ ) ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების , მომზადების , შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების დამტკიცება .დადგენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას სააგენტო იცავს საჯაროობის პრინციპს; ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში აწყობს მათ საჯარო განხილვას და ამ პირობებს ამტკიცებს საჯარო განხილვის შემდეგ. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კანონი № 678 – ვებგვერდი, 18 .0 6 .2013წ. საქართველოს 2015 წლის 10 ივლისის კანონი №4001 – ვებგვერდი, 21.07.2015წ. მუხლი 8 2 . სააგენტოს ბიუჯეტი სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროები. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ.
Изменения, которые прошла эта статья
Clarifies that the Agency’s core function of selecting areas for investment applies to both oil/gas *and* natural hydrogen projects.
акт об изменении №6524584Addition of sub-clause 'u' assigning the Agency responsibility for regulating and monitoring access to transport infrastructure, including dispute resolution.
акт об изменении №4748223The addition of clause 't' mandates Agency approval of maximum permissible natural loss limits during the collection, preparation, storage, or transportation of oil/gas in licensed operations.
акт об изменении №2914072The change specifies that all operational and commercial obligations (excluding regulatory functions) are transferred to the National Oil Company as long as the state or a state-controlled entity holds more than 50% of its shares, along with control over their execution.
акт об изменении №1942535The amendment specifies that all operational and commercial obligations (excluding regulatory functions) are transferred to the National Oil Company of Georgia while the state holds over 50% ownership, along with control over their execution.
акт об изменении №1495378Superseded by Article 8 replacement; no longer relevant.
акт об изменении №21352Changes to Article 30^1 & 30^3: These are transitional provisions. Article 30^1 is removed, and a new Article 30^3 outlines timelines for appointing commission members, ensuring compliance of existing regulations with the new law, and transferring assets from the State Agency to the Commission.
акт об изменении №27514The amendment affects article 8^1, but the specific change is not detailed in the provided excerpt.
акт об изменении №1918Identical change as in article 8: Amendment to Article 8 expands the Agency's powers to include issuing regulations (replacing drafting & submitting) and setting/managing regulatory fees for expert assessments, infrastructure, and incentives.
акт об изменении №15112Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.