Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ასრულებს საწარმო, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ნავთობის ეროვნული კომპანიის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
2.ამ კანონის 8 1 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია: ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ხელშეკრულების პარაფირება სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე; ბ) ხელშეკრულებების შესრულებისას საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედება; გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა; დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება; ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების სააგენტოსთან ერთად კონტროლით; ვ) ყველა სხვა ფუნქცია, რომელთა შესრულებაც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით.
3.საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიას უფლება აქვს: ა) დადოს ხელშეკრულება მესამე მხარესთან თავისი სახელით ან აფილირებული კომპანიის საშუალებით; ბ) ჩამოაყალიბოს აფილირებული კომპანია და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სამოქალქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებებში სხვა კომპანიებთან და დაწესებულებებთან ერთად; აქედან გამომდინარე იგი უფლებამოსილია შეიძინოს, ფლობდეს, გაყიდოს ან გადასცეს თავისი წილი; გ) მონაწილეობა მიიღოს კოოპერაციულ და პარტნიორულ შეთანხმებებში მესამე მხარეებთან საქართველოში და უცხო ქვეყნებში. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3580-სსმI, №42, 10.11.2006წ., მუხ.284 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4682 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კა ნონი №678 – ვებგვერდი, 18.06.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1039 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
1. საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ასრულებსახორციელებს საწარმო, რომელსაც საქართველოს მთავრობისპრეზიდენტის დადგენილებითბრძანებულებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას ნავთობის ეროვნული კომპანიის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.პრეზიდენტი. 2. ამ კანონის 8 1 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია: ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ხელშეკრულების პარაფირება სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე; ბ) ხელშეკრულებების შესრულებისას საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედება; გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა; დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება; ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების სააგენტოსთან ერთად კონტროლით; ვ) ყველა სხვა ფუნქცია, რომელთა შესრულებაც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით. 3. საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიას უფლება აქვს: ა) დადოს ხელშეკრულება მესამე მხარესთან თავისი სახელით ან აფილირებული კომპანიის საშუალებით; ბ) ჩამოაყალიბოს აფილირებული კომპანია და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სამოქალქო კოდექსით განსაზღვრულ ხელშეკრულებებში სხვა კომპანიებთან და დაწესებულებებთან ერთად; აქედან გამომდინარე იგი უფლებამოსილია შეიძინოს, ფლობდეს, გაყიდოს ან გადასცეს თავისი წილი; გ) მონაწილეობა მიიღოს კოოპერაციულ და პარტნიორულ შეთანხმებებში მესამე მხარეებთან საქართველოში და უცხო ქვეყნებში. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3580-სსმI, №42, 10.11.2006წ., მუხ.284 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4682 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5091 - ვებგვერდი, 21.10.2011წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კანონი № 678 – ვებგვერდი, 18 .0 6 .2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1039 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
Изменения, которые прошла эта статья
Article 9 remains substantively unchanged; the change appears to be a restatement of the existing text, likely for clarity or codification purposes.
акт об изменении №2015534The amendment defines the NOC's functions – contract preparation/negotiation, acting as commercial partner during execution, managing state share of production, conducting technical reviews, co-creating coordination committees and other duties – contingent on the same 50% ownership condition.
акт об изменении №1942535The amendment defines SOCAR's functions when the state owns more than 50% of its shares, including participation in contract preparation, acting as a commercial partner during execution, managing state-owned share of extracted resources, conducting expert reviews, and forming coordination committees.
акт об изменении №1495378The definition of the National Oil Company’s responsibilities now explicitly includes payment of the regulatory fee and associated taxes to the state budget.
акт об изменении №1349156The second paragraph is modified to specify that while the state holds over 75% ownership in the National Oil Company, its functions include contract preparation (with Agency approval) and acting as a commercial partner. A minor change; doesn't fundamentally alter service requirements.
акт об изменении №23116The amendment transfers authority for designating the National Oil Company's status from a Government decree to a Presidential order, and also shifts privatization decision-making power to the President. It further details specific functions of the NOC contingent on state ownership exceeding 75%.
акт об изменении №24628Overall Theme: The overarching theme of these changes is a shift in regulatory authority from the State Agency for Oil and Gas Resources to the newly established National Commission. This involves transferring responsibilities, modifying licensing procedures, and clarifying investor obligations.
акт об изменении №27514Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.