1.აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით. აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხი შეიძლება დააყენონ სააღსრულებო წარმოების მხარეებმა ან/და თავად აღმასრულებელმა.
2.სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებლის აცილების ან თვითაცილების საკითხს განიხილავს და წყვეტს სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ სააღსრულებო წარმოების მხარეებს.
