სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. ყადაღადადებულ ან მოვალის მიერ გადახდილ თანხას, საფასურის და აღსრულების ხარჯის გამოკლებით, აღსრულების ეროვნული ბიურო გადასცემს კრედიტორს.
2. სხვა ყადაღადადებულ ნივთებს აღსრულების ეროვნული ბიურო საჯაროდ ყიდის აუქციონზე.
3. (ამოღებულია).
4. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს კონტროლით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური, აღსრულების ხარჯი და კრედიტორის მოთხოვნები.
5. მოძრავი ნივთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციამდე ან რეალიზაციის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამოიღოს ყადაღადადებული ნივთი მოვალის მფლობელობიდან. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 მუხლი 50. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია 1. აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს.
2. ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ხდება ამ კანონის XIII თავით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. თუ მოვალის ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე, რომლის იძულებითი წესით რეალიზაციასაც ითხოვს კრედიტორი, რეგისტრირებულია გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ატყობინებს მოგირავნეს/მოგირავნეებს გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს მას/მათ მოთხოვნების წარმოდგენის ვადას. შეტყობინების ჩაბარებისას მოგირავნეს/მოგირავნეებს ეცნობება/ეცნობებათ დადგენილ ვადაში მის/მათ მიერ თავისი/თავიანთი მოთხოვნების წარუდგენლობისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის სამართლებრივი შედეგების შესახებ. მოგირავნეს/მოგირავნეებს დამატებით არ ეცნობება/ეცნობებათ სააღსრულებო მოქმედებების და გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული დრო.
4. სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების არსებობისას აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებას საგადასახადო ორგანოს არ უგზავნის, ხოლო საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა განისაზღვრება იძულებითი აუქციონის დასრულების დღისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების (გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების) მიხედვით. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოთხოვნის დასაზუსტებლად მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
5. სხვა მოგირავნემ/მოგირავნეებმა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს/წარადგინონ თავისი/თავიანთი ფულადი სახით გამოხატული მოთხოვნები. მოგირავნე/მოგირავნეები პასუხისმგებელი არის/არიან წარდგენილი მოთხოვნების სისწორისთვის. მოგირავნეს/მოგირავნეებს ეკისრება/ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშობა მის/მათ მიერ წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილებით.
6. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება საფასური და აღსრულების ხარჯი; შემდეგ დაკმაყოფილდება მოგირავნეთა მოთხოვნები მათი რიგითობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის წარდგენილი მოთხოვნების მიხედვით. ყოველი შემდგომი რიგის მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.
7. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომელი რიგის მოგირავნედ არის იგი რეგისტრირებული.
8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (თუ მას ამ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას გადასცემს საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციამდე), საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.
9. ყადაღადადებული მოძრავი ქონების შემძენის საკუთრებაში გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები (გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 3 3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ შემძენი არ გამოთქვამს სურვილს, გახდეს ამ ქონებასთან არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის მხარე.
10. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა) ჩატარებას.
11. თუ პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას.
12. თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. 12 1 . თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით) და ჩატარდა ამ კანონის 75-ე მუხლის 8 1 პუნქტით განსაზღვრული ერთი აუქციონი და მასზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და მოვალეს უბრუნდება.
13. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4207- ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5668- ვებგვერდი, 16.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5978 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2614 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3927 – ვებგვერდი, 27.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1025 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ