სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Статья 90^14. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით იძულებითი აღსრულების განხორციელების წესი
1. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული, სპეციალურ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მიქცევით. მოვალის მიმართ გამოყენებული არ იქნება ამ კანონით დადგენილი სხვა შეზღუდვები.
