1.ამ კანონის მე-5 მუხლის მე‑2 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
1.ამ კანონის მე-5 მუხლის მე‑2 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებლისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ხელმისაწვდომობა და მას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულ ბაზაში სოციალურად დაუცველი ოჯახების/პირების დამატების ან სტატუსის გაუქმების შესახებ.
3.სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება წარმოეშობათ ან უუქმდებათ აღნიშნულ ბაზაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების თვის მომდევნო თვიდან. მუხლი 7 1 . სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინება 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე (შემდგომ − დაცული სადგომი) ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაყვანასა და დგომას.
2.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გაყვანის შესახებ და ამ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაუყოვნებლივ, მაგრამ მისი გამოცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უგზავნის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს (პირებს). აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად დადგენილი ვადა უნდა იყოს ამ აქტის ამ პირისთვის (პირებისთვის) ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე. ეს ვადა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის უზრუნველყოფის სათანადო გარანტიის წარდგენისას შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 24 თვით.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება: ა) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრეს; ბ) დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის კანონიერ მფლობელსა და მესაკუთრეს, თუ კანონიერი მფლობელი იმავდროულად არ არის მესაკუთრე.
4.სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გასაყვანად მისმა მესაკუთრემ/კანონიერმა მფლობელმა უნდა წარადგინოს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეგისტრაციის მოწმობა ან მინდობილობა.
5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მისი შესაბამისი პირისთვის (პირებისთვის) ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იმავე პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იძულებით აღსრულდება მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მიქცევით. სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასური გადახდილად მიიჩნევა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით იძულებითი აღსრულების შედეგად ამონაგები თანხა აღნიშნული საფასურის გადასახდელად საკმარისი არ არის.
7.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებით აღსრულების მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს. სააღსრულებო ფურცელი გამოიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად დადგენილი ვადისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 250-ე მუხლის 1 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
9.თუ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად არის ცნობილი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების საკითხის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4−მე-6 ნაწილებისა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საბოლოოდ გადაწყვეტის შემდეგ.
10.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართოს შესაბამის სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
11.თუ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვერ დგინდება, სააღსრულებო ფურცელი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მისაქცევად გამოიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე. თუ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის ოდენობას, ნამეტი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა.
12.სააღსრულებო ფურცლის ფორმასა და გამოცემის წესს ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №614 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.