ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართულებების გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
3.განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება: ა) უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირზე, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა; ბ) იმ პირზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით; გ) იმ პირზე, რომელზედაც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – შესვლის შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.
6.თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო ნორმების მიხედვით. საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4994 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 17 ივლისის კანონი №4061 - ვებგვერდი, 29.07.2015წ. საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4139 - ვებგვერდი, 02.05.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №870 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება : ა ) საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე , რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს სახელმწიფოს , თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირზე , რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის ( ტრეფიკინგის ) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის ( ტრეფიკინგის ) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ; ბ ) იმ პირზე , რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად , კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვებით , მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით ; გ) იმ პირზე, რომელზედაც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ დამე „ბ“-4 ქვეპუნქტებითპუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლამდე,შესვლამდე , ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – შესვლის შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდანტერიტორი ებ იდან გასვლის დრო.დრო; ამ მუხლის მე-4მე -4 პუნქტის „ბ“„ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ,შესახებ , რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.მოსახლეობას . საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4994 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
Изменения, которые прошла эта статья
The criteria for allowing entry into occupied territories from Zugdidi and Gori municipalities are now explicitly tied to the individual having faced threats outlined in articles 15, 19, 22, or 38 of the Law on International Protection.
акт об изменении №6541236The amendment restricts entry to occupied territories from all directions except Zugdidi (for Abkhazia) and Gori (for Tskhinvali), criminalizing other entries. It also clarifies conditions under which a foreign national entering directly from an area posing threats as defined in articles 15, 19, 21 & 32 is not subject to prosecution if they immediately seek international protection.
акт об изменении №6157563The amendment clarifies conditions under which a foreign national or stateless person entering from territory posing a threat to life/freedom (as defined by the 1951 Refugee Convention), who is illegally present in Georgia, and seeking asylum may be permitted entry into Abkhazia. It now explicitly includes those who committed the act due to being a victim of human trafficking *before* obtaining victim status.
акт об изменении №2925526Addition of sub-clause 'g' to paragraph 4, specifying entry permissions for individuals with neutral identification/travel documents; revision of paragraph 5 requiring notification of border crossings and aid provided by those entering under specific conditions.
акт об изменении №1407123Allows special permits for entry from restricted directions if it serves national interests (conflict resolution, de-occupation, trust building, or humanitarian goals).
акт об изменении №91576Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.