დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, სამართლებრივი აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მიუთითოს შესაბამისი პრობაციის ბიურო, სადაც მსჯავრდებული გამოცხადდება.
2.„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის საცხოვრებელი ადგილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.