საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
Статья 5. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვის ორგანიზება
1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვა. ესენია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, სატრანსპორტო საშუალებათა და მძღოლთა რაოდენობა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა რიცხვი, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლები.
2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის პოლიტიკა და მისი რეალიზება ეყრდნობა სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემას.
3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის წარმოების, სააღრიცხვო ცნობებით სარგებლობისა და საანგარიშო მონაცემების შექმნის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. თავი III. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები
