1.ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა: ა) 500 ლარი – დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის; ბ) 1000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის, თუ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანიდან გასულია ერთ თვეზე მეტი; გ) 1 000 ლარი – დაცვითი საქმიანობის მცველის მოწმობის გარეშე განხორციელებისთვის; დ) 3000 ლარი – მცველების კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; დაცვით ორგანიზაციას იმავე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, თუ მის მიერ დაქირავებული მცველი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუკი დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ე) 4000 ლარი – ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; ვ) 5000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისთვის; ზ) 6000 ლარი – ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; თ) 7000 ლარი – მცველის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ი) 10000 ლარი – დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის.
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ
