1.16 წლამდე პირის გემზე დასაქმება ან 18 წლამდე პირის გემზე დასაქმება ღამის ცვლაში მუშაობისთვის დადგენილი შეზღუდვის ან სახიფათო სამუშაოზე დასაქმების აკრძალვის მოთხოვნის დარღვევით − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
1.16 წლამდე პირის გემზე დასაქმება ან 18 წლამდე პირის გემზე დასაქმება ღამის ცვლაში მუშაობისთვის დადგენილი შეზღუდვის ან სახიფათო სამუშაოზე დასაქმების აკრძალვის მოთხოვნის დარღვევით − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეზღვაურთა შრომის შესახებ
Всегда актуальная правовая база
3.გემზე იმ მეზღვაურის დასაქმება, რომელსაც არ აქვს მოქმედი სამედიცინო მოწმობა, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
5.ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ სამედიცინო მოწმობის მომზადება ან გაცემა ამ კანონის ან სხვა, დადგენილი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევით − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
7.გემზე იმ მეზღვაურის დასაქმება, რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნა გავლილი არ აქვს, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
9.გემზე იმ მზარეულის დასაქმება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
11.მეზღვაურის იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ დასაქმება, რომელიც სააგენტოს მიერ აღიარებული არ არის, ან მეზღვაურის საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით დასაქმება − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
13.გემზე მყოფი მეზღვაურისთვის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების გადაუცემლობა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
14.ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
15.გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის მიმართ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის, ხელფასის გადაუხდელობა, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
16.ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
17.მეზღვაურისთვის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაზე ან რეპატრიაციაზე უარის თქმა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
18.ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
19.გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის რეპატრიაციის განხორციელებასა და ფინანსური გარანტიის უზრუნველყოფაზე უარის თქმა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
20.ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
21.გემის დაკარგვის შემთხვევაში ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული უმუშევრობის კომპენსაციის გადახდაზე უარის თქმა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
22.ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
23.ამ კანონის VI თავით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
24.ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
25.ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მეზღვაურის საჩივრის განხილვის ეფექტიანი სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
26.ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
27.ისეთი სიის ან სხვა მექანიზმის შექმნა, რომელიც მეზღვაურის მიერ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს მიღებას ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
28.ამ მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
29.შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
30.ამ მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.