1.მუნიციპალიტეტის ორგანოები ხელს უწყობენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებას, რისთვისაც შეიძლება განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები: ა) სააგიტაციო-განმარტებითი მუშაობა მესაკუთრეებთან; ბ) შესაბამის ორგანოებთან ერთად და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით მრავალბინიანი სახლების ტექნიკური პასპორტებისა და მრავალბინიანი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა სწავლება; ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშესაწყობად პროგრამების შემუშავება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ





