„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით
Статья 7. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი)
1. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მონაწილე (ინვესტორი) თავად ახდენს შესაბამისობის დეკლარირებას და დეკლარაციაში ირწმუნება, რომ მან იცის ფონდში მონაწილეობის რისკების შესახებ.
2. გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდის მმართველი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მან იცოდა, რომ პირი, რომელსაც უფლება მისცა, გამხდარიყო ფონდის მონაწილე (ინვესტორი), არ იყო გამოცდილი ინვესტორი.
