Статья 71. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასების მოთხოვნები
1. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ თითოეული ავტორიზებული საინვესტიციო ფონდისთვის, რომელსაც იგი მართავს, დადგენილი იყოს საინვესტიციო ფონდის აქტივების დამოუკიდებელი შეფასებისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული შესაფერისი და თანამიმდევრული პროცედურები.
2. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა ადგენდეს საინვესტიციო ფონდის აქტივების შეფასებისა და ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლის მარეგულირებელ წესებს.
3. აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თითოეული საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ერთეულის წმინდა ღირებულების გამოთვლა და ერთეულის მფლობელთათვის გამჟღავნება საქართველოს კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად.
4. შეფასების პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ აქტივების შეფასება და ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლა განხორციელდეს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პერიოდულობით.
5. ერთეულის მფლობელებს უნდა ეცნობოთ შეფასებისა და ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლის შედეგები სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი წესით.
