აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციებია: ა) ფონდის წესების საფუძველზე საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება; ბ) საინვესტიციო პორტფელებისა და ფულადი სახსრების მართვა, მათ შორის, საინვესტიციო ფონდის ფასიანი ქაღალდების (პაის) გამოშვება, გაყიდვა და გამოსყიდვა, ფონდის/სქემის აქტივების ნომინალური მფლობელობის მომსახურება და საზედამხედველო ორგანოს წესებით განსაზღვრული სხვა ოპერაციების განხორციელება; გ) საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა, ინვესტორების (მათ შორის, საინვესტიციო პაის მფლობელთა) რეესტრის წარმოება, რეესტრიდან ამონაწერების გაცემა, შემოსავლების გადანაწილება; დ) საინვესტიციო ფონდისა და საპენსიო სქემის აქტივების შეფასება და მათი პერიოდული გადაფასება; ე) დეპოზიტართან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან ურთიერთობა ფონდის აქტივების მართვის და საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ფონდის ინტერესების დაცვა მესამე პირთან ურთიერთობაში; ვ) განსაზღვრული პერიოდულობით კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშგების წარდგენა ფონდის/სქემის დამფუძნებლის, მეპაიეებისა და საზედამხედველო ორგანოსთვის საზედამხედველო ორგანოს მიერ შემუშავებული ფორმატით და დადგენილ ვადებში.
Статья 9. აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციები
Редакция №6 Сверено с действующей редакцией · 14 июл. 2020 г. Изменение этой статьи вступает в силу 1 янв. 2027 г.
Темы:Частный банкинг
История этой статьи· 1
Изменения, которые прошла эта статья
- ещё не в силе· опубл. 22 июл. 2020 г.
Details the functions of an asset management company, including implementing investment policy and managing portfolios.
акт об изменении №4924135
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.


