1.დიპლომატიური თანამდებობის პირებს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობის, ნამსახურები წლებისა და შეფასების შედეგების შესაბამისად ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, გარდა უმაღლესი დიპლომატიური რანგებისა.
2.დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3.დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულია შესაბამისი დანამატი, რომლის ოდენობას მინისტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4.დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელსაც მიენიჭა დიპლომატიური რანგი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად იღებს დიპლომატიური რანგისათვის დაწესებულ დანამატს და უწყდება პროფესიული საჯარო მოხელის კლასისათვის დაწესებული საკლასო დანამატი (მისი არსებობის შემთხვევაში). საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 051 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
