1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ფოტოები და ვიდეოჩანაწერი გამოიყენება, როგორც ვიზუალური მტკიცებულებები ობიექტზე არსებული სიტუაციის ობიექტურად აღწერისათვის, ასევე როგორც მტკიცებულებები რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობით სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის დასადგენად.
3.ინსპექტირების პროცესში გადაღებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერი ობიექტურად უნდა ასახავდეს მდგომარეობას ინსპექტირების მომენტში. ამ პროცედურების განხორციელების დროს გამოყენებული უნდა იქნეს ფოტოაპარატი/ვიდეოკამერა თარიღისა და დროის ავტომატური რეჟიმით, ან ინსპექტირების განმახორციელებელი პირი აფიქსირებს ამ ინფორმაციას სხვა საშუალებებით.
4.რეგულირების ობიექტი უფლებამოსილია მოითხოვოს კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული პროცესების ან ოპერაციების ფოტო/ვიდეოგადაღების შეზღუდვა და კონფიდენციალურობა, რაც შესაბამისი დასაბუთებით ინსპექტირების დაწყებამდე ან ინსპექტირების პროცესში უნდა ეცნობოს ინსპექტირების განმახორციელებელ პირს.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული მოთხოვნა არ აჩერებს ინსპექტირების პროცესში ფოტო/ვიდეოგადაღების განხორციელებას, ხოლო ინსპექტირების დროს მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, ფოტოსურათების, ვიდეოკადრების) კონფიდენციალურად შენახვის თაობაზე რეგულირების ობიექტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა განიხილება და შეფასდება დეპარტამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.