1.პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და არაუმეტეს 4 თვის ვადით აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის დროს.
2.კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.
3.კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.



