დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 11^24. სამსახურიდან გათავისუფლება
1. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან: ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო; ბ) სამსახურში (სამუშაოდ) მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; გ) შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი დოკუმენტის არქონის გამო; დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს გაუქმების ან შტატების შემცირების გამო; ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ზ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა; ი) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; კ) პირადი განცხადების საფუძველზე; ლ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარებისა; მ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ნ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; პ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
