1.პოლიციელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.
2.პოლიციელს თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი.
3.პოლიციელის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი.
4.პოლიციელის პირადობის მოწმობის ნიმუშს ან/და სპეციალური ჟეტონის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4321 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. თავი VII პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვა
