1.სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2.სპეციალური წოდებისათვის შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების წარდგინებით შეიძლება შემოღებულ იქნეს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები და განმასხვავებელი ნიშნები. ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2 1 . ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობასა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
