1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე ატარებს სპეციალური ფორმის ტანსაცმელს , რომლის ნიმუშებსა და ტარების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი .
2.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ატრიბუტიკას ამტკიცებს სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4328 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.
