საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს აგრეთვე შემდეგ სფეროებში: ა) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი; ბ) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; გ) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; დ) პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათი პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაში დახმარება; ე) სამეცნიერო კვლევის შედეგების გაზიარება; ვ) შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკითა და მოწყობილობით დახმარება; ზ) კრიმინალისტიკის სფეროში გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ გამოცდილების გაზიარება. თავი IV სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა. პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
