1.მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაშაულის გამოვლენის პროცესში ფარულად შეაგროვოს ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაცია და მიაწოდოს იგი საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს.
2.ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვების შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს: ა) სასურველი ღონისძიება ან მეთოდი; ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ხანგრძლივობა; გ) იმ მონაცემების სფერო, რომლებიც უნდა აღირიცხოს და გადაიცეს; დ) მონაცემების გადაცემის სახე.
