კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Статья 11. არქეოლოგიური სამუშაოების სახეები
Редакция №23 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
არქეოლოგიურ ობიექტზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული არქეოლოგიური ან ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები. არქეოლოგიური სამუშაოების სახეებია: ა) საველე არქეოლოგიური სამუშაოები – არქეოლოგიური ობიექტის ძიება, დაზვერვითი თხრილების მოწყობა, გათხრა, ფიქსაცია, პირველადი საიდენტიფიკაციო ექსპერტიზა და კონსერვაცია; ბ) ლაბორატორიული არქეოლოგიური სამუშაოები – არქეოლოგიური მონაპოვრის მეცნიერული აღწერა, რესტავრაცია, კონსერვაცია, ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია, მულტიდისციპლინური კვლევა, ისტორიული ინტერპრეტაცია და გამოსაცემად მომზადება.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
