1.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, მასზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას.
4.ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა მხოლოდ ერთი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარება სხვა ნებართვას არ საჭიროებს.
5.არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა, გარ და ძეგლზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისა და ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებზე, რომლებიც გულისხმობს არქეოლოგიურ ობიექტზე ფიზიკურ ზემოქმედებას.
6.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით.
7.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა.
8.თუ ძეგლზე სამუშაოები ან არქ ეოლოგიური სამუშაოები სახელმწიფო ორგანომ უნდა ჩაატაროს, ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურა, მაგრამ სანებართვო მოწმობა არ გაიცემა.
9.ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე უფლებამოსილია მხოლოდ ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი. ძეგლზე სამუშაოებსა და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული სერტიფიცირების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
10.ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვები არ გაიცემა, თუ სამუშაოების ჩატარებაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
11.ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობაში უნდა მიეთითოს ნებართვის მფლობელის ვინაობა, შესაბამისი განცხადების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, სამუშაოთა სახეობა და ჩატარების ვადები. სანებართვო მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
12.ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
1. ძეგლზე ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-10 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა. 2. თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია, მასზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა გაიცემა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე კვლევით სამუშაოებზე, თუ ეს სამუშაოები გულისხმობს ძეგლზე ფიზიკურ ზემოქმედებას. 4. ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებზე გაიცემა მხოლოდ ერთი, ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვა და ძეგლზე სამუშაოების ჩატარება სხვა ნებართვას არ საჭიროებს. 5. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების სამართლებრივი საფუძველია არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა, გარდა ძეგლზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისა და ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ საველე არქეოლოგიურ სამუშაოებზე, რომლებიც გულისხმობს არქეოლოგიურ ობიექტზე ფიზიკურ ზემოქმედებას. 6. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვებს გასცემს სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. ნებართვა გაიცემა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადით, სამუშაოთა მოცულობის, სირთულის, გარემო პირობების, ასევე ნებართვის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით. 7. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ძეგლის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლში მითითებული შემთხვევებისა. 8. თუ ძეგლზე სამუშაოები ან არქეოლოგიური სამუშაოები სახელმწიფო ორგანომ უნდა ჩაატაროს, ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურა, მაგრამ სანებართვო მოწმობა არ გაიცემა. 9. ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე უფლებამოსილია მხოლოდ ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი. ძეგლზე სამუშაოებსა და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებული სერტიფიცირების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. 10. ამ მუხლით განსაზღვრული ნებართვები არ გაიცემა, თუ სამუშაოების ჩატარებაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. 11. ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობაში უნდა მიეთითოს ნებართვის მფლობელის ვინაობა, შესაბამისი განცხადების თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, სამუშაოთა სახეობა და ჩატარების ვადები. სანებართვო მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 12. ამ თავით განსაზღვრული ნებართვების გაცემის სხვა წესი და სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული„ლიცენზიებისა და სამშენებლონებართვების საქმიანობისშესახებ“ კოდექსით.საქართველოს კანონით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი № 528 - სსმ I, № 34 , 04 . 1 2.200 8 წ., მუხ.2 12 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
Изменения, которые прошла эта статья
Article 47 delegates the specifics of permit issuance and conditions to the Spatial Planning, Architectural and Construction Activities Code.
акт об изменении №4269917Issuance of work permits on monuments is delegated to the Ministry or a designated authority by government decree, with permit duration tied to project specifics.
акт об изменении №2021945Tbilisi-specific delegation of permit issuance for works on monuments and archaeological sites to the city mayoralty.
акт об изменении №1058789Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.