1.თუ ამ კანონით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ჩატარებული სამუშაოებისას წარმოიშობა შესაბამისი სანებართვო პირობების (საპროექტო დოკუმენტაცია, სამუშაოთა ჩატარებისა და ანგარიშების წარდგენის ვადები, სამუშაოთა მოცულობა ან/და სხვა რამ, რაც არ ქმნის ახალი ნებართვის გაცემის საფუძველს) ცვლილების აუცილებლობა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სანებართვო პირობების ცვლილების მოთხოვნით, განცხადებით მიმართოს სამინისტროს.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
