ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
Статья 10. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოს მიერ
1. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში არ მიიღებს სამართლებრივ აქტს, რომლის მიღებაც მას კანონით ევალება, ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მოსთხოვოს მას აღნიშნული ვალდებულების შესრულება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში შეასრულოს ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნა.
2. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილ ვადაში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნას, ზედამხედველობის ორგანო 3 დღის ვადაში მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თხოვნით.
